29 ნოემბერი 2024,   19:42
ვრცლად
ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ ქართველების საქართველოში დაბრუნება არ უნდა - რომან გოცირიძე

ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ არ უნდათ, ქართველები დაბრუნდნენ საქართველოში - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ "დღის კურიერში" ისაუბრა. 

"გერმანიაში მუშაობს ჩვენი მოქალაქე. მოფრინავს გერმანელთან ერთად, მას შუბლზე ადებენ თერმომეტრს და ეუბნებიან, შეგიძლიათ იაროთ მთელ საქართელოში, ხოლო ჩვენ მოქალაქეს 14 დღიან კარანტინში უკრავენ თავს. ლოგიკა რა არის ამაში ჯანმრთელობის კუთხით?!

ხელისუფლება ასე იმიტომ იქცევა, რომ გონივრული ნაბიჯები არასდროს გვინახავს მათგან გადადგმული. ამბობდნენ, უნდა მოვითხოვოთ კოვიდ პასპორტიო. ახსნა არა აქვს ხელისუფლების უგუნურობას. ალბათ არ უნდათ, ქართველები დაბრუნდნენ საქართველოში.

ვიცით, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, რამდენი ხმა მიიღო გრიგოლ ვაშაძემ და ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ოპოზიციამ. რაც შეეხება უცხოეთში ხმის მიცემას, შეერთებულ შტატებში ერთი უბანია გახსნილი ვაშინგტონში და ადვილი არ არის იქ ხმის მიცემა,"-განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ "დღის კურიერში".

დღის ამბები