29 ნოემბერი 2024,   19:44
ვრცლად
გიორგი კანდელაკი გახსნილი საზღვრების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებისთვის სავალდებულო კარანტინს დისკრიმინაციად აფასებს

ოპოზიცია დღეს გასაჯაროებულ მთავრობის გადაწყვეტილებას ფრენების გახსნის შესახებ დაგვიანებულს უწოდებს, რადგან ტურიზმის სექტორმა მნიშვნელოვანი ზიანი უკვე მიიღო.

ამასთან, ისმის კითხვები იმის შესახებ, თუ რატომ უნდა გაიარონ თვითმფრინავში მსხდომმა საქართველოს მოქალაქეებმა ორკვირიანი კარანტინი და არა სხვა ქვეყნის მოქალაქეებმა.

ამ საკითხზე "ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი "დღის კურიერთან"  ამბობს, რომ ეს ფაქტი ადამიანების დისკრიმინაცია და კონსტიტუციის დარღვევაა. 

"ეს ადამიანების დისკრიმინაციაა და კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ის რეგულაცია, რომ კარანტინი გავავლევინოთ ადამიანს თუკი იგი იმყოფებოდა იმ ქვეყნების გარდა, რომელსაც ჩვენ საზღვარი გავუხსენით სხვა ქვეყანაშიც - ეს ჩვენთვის მისაღებია და ამ რეგულაციას არ ვაკრიტიკებთ. მაგრამ აბსურდია მოვთხოვოთ კარანტინი ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც სხვა ადგილებში არ იმყოფებოდნენ," - განაცხადა გიორგი კანდელაკმა. 

გიორგი კანდელაკი ასევე აღნიშნავს, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ არის პოლონეთი იმ ქვეყნების სიაში, ვისაც საქართველომ საჰაერო საზღვარი გაუხსნა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო პოლონეთთან საზღვრის გახსნა, რადგანაც იქ მცხოვრები ადამიანებისთვის საქართველო ძალიან პოპულარული ლოკაციაა

 

დღის ამბები