29 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
"არსებობს ვარაუდი, რომ იაკობ ბრეგვაძემ მომხდარი ფაქტების ამსახველი ფოტოებიც გადაიღო, რომელიც შესაძლებელია გაანადგურა" - გამომძიებელი

გიორგი შაქარაშვილის საქმე - “კურიერი“ გაეცნო შუამდგომლობას ინფორმაციის, ან დოკუმენტის გამოთხოვის შესახებ. დოკუმენტი 4 ივლისით თარიღდება, რომლის მიხედვით, გამომძიებელი აღწერს, რომ იაკობ ბრეგვაძე, იგივე ფოტოგრაფი, გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და მომხდარის დეტალებს, რომელსაც უშუალოდ შეესწრო, არ ჰყვება. 

გამომძიებელი ამბობს, რომ არსებობს ვარაუდი იმის შესახებ, რომ იაკობ ბრეგვაძემ კუთვნილი ფოტოაპარატით დაბადების დღისა და დაპირისპირების კადრები გადაიღო, თუმცა, შესაძლოა, ფოტომასალები უკვე გაანადგურა.

გამომძიებელი ამბობს, რომ მასალის აღდგენა ექსპერტიზის ჩატარების გზით შესაძლებელია. 

"იაკობ ბრეგვაძის გამოკითხვის ოქმის ანალიზის შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და მოვლენათა ნაწილის შესახებ, რომელთა უშუალო შემსწრეც გახდა, ინფორმაციას არ გვაწვდის. აქედან გამომდინარე, არსებობს იმის ვარაუდი, რომ მან მომხდარი ფაქტების ამსახველი ფოტოებიც გადაიღო, რომელიც, შესაძლებელია, გაანადგურა, წაშალა, რისი აღდგენაც შესაძლებელია ექსპერტიზის ჩატარების გზით.

24 ივნისს, ამოღების შემდეგ, აღდგენილი იქნა გრაფიკული და ვიდეო ფაილები, ხოლო სხვა სახის მასალის ამოღება-აღდგენა წარდგენილი მეხსიერების ბარათიდან შინაგან საქმეთა სამინსიტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ხელთ არსებული, აპარატურულ-პროგრამული საშუალებებით ვერ მოხდა.

4 ივლისს ხელახლა დაინიშნა საინფორმაციო ტექნოლოგიური ექსპერტიზა, ხოლო ექსპერტიზის ჩატარება დაევალა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს,“ - აღწერს გამომძიებელი. 

დღის ამბები