29 ნოემბერი 2024,   18:50
ვრცლად
რა აპლიკაცია უნდა შეავსონ საქართველოში ჩამომსვლელებმა - განმარტებები საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა

საზღვრების გახსნაზე განმარტებები გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმა. დავით ზალკალიანის თქმით, იმ ქვეყნების მოქალაქეებმა, რომლებიც საქართველოში ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ჩამოვლენ, წინასწარ უნდა შეავსონ განაცხადი, სადაც მითითებული იქნება, საქართველოში რა ადგილზე იქნებიან განთავსებული, რათა იყოს შესაძლებლობა, შესაბამის სამსახურებს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების შესაბამისად ჰქონდეთ მათზე წვდომა

"იმ 5 ქვეყანას, რომელსაც საზღვარი უპირობოდ გავუხსენით, ეს გულისხმობს რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები, რეზიდენტები შეძლებენ ყოველგვარი კარანტინის და თვითიზოლაციის გარეშე საქართველოში შემოსვლას, მათ უნდა შეავსონ სპეციალური სააპლიკაციო ფორმა," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, პროცესი განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს.

"ჩვენ ასევე ვაკვირდებით სხვა ქვეყნების მაგალითებს, რომლებმაც ფართოდ გახსნეს საზღვრები და ეპიდსიტუაცია გაუარესდა,"- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

საქართველომ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან საზღვრები გახსნა. ეს ქვეყნებია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.

დღის ამბები