29 ნოემბერი 2024,   18:47
ვრცლად
"ერთიანი საქართველოს" ლიდერებმა ცესკო-ში ცალკე სუბიექტად "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველოს" რეგისტრაციაზე განაცხადი შეიტანეს

"ერთიანი საქართველოს" ლიდერებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ცალკე სუბიექტად - "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი საქართველოს" რეგისტრაციაზე განაცხადი შეიტანეს. პარტიის საარჩევნო ნომერი იქნება - 3.

"შევიტანეთ განაცხადი 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობისთვის. ჩვენი პოლიტიკური ძალა "ნინო ბურჯანაძე ერთიანი საქართველო - N3". გარდა ამისა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა ჩვენს მიერ დანიშნული ჩვენი სახეები და ჩვენი პარტიის წარმომადგენლები, 2 ადამიანი, ძალიან ღირსეულები და პროფესიონალები, რომლებიც იქნებიან არჩევნების დროს ცესკო-ში ჩვენი წარმომადგენლები," - განაცხადა "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ.

დღის ამბები