29 ნოემბერი 2024,   19:46
ვრცლად
ქობულეთის მოსახლეობამ გზა გადაკეტა - ადგილობრივები მანდარინის ნარჩენებით დაბინძურებული არხის გაწმენდას მოითხოვენ

ქობულეთის მოსახლეობამ გუშინ გვიან ღამით გზა გადაკეტა. ადგილობრივები მანდარინის ნარჩენებით დაბინძურებული არხის გაწმენდას მოითხოვენ, რის გამოც ქალაქში მძაფრი სუნია.

ადგილობრივები ამბობენ, რომ აღნიშნული პრობლემის გამო ისედაც მცირე რაოდენობით მყოფი დამსვენებლების მიღება უჭირთ.

აქციის გამო რუსთაველის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე წუთით პარალიზებული იყო.

აქციის მონაწილეებს ქობულეთის მერი შეხვდა, ის მოსახლეოებას დახმარებას დაჰპირდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

დღის ამბები