29 ნოემბერი 2024,   18:36
ვრცლად
ჯანდაცვის სამინისტრომ მსოფლიო ბანკის კორონავირუსზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში სწრაფი ტესტები შეიძინა

ჯანდაცვის სამინისტრომ მსოფლიო ბანკის, კორონავირუსზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში სწრაფი ტესტები შეიძინა. საუბარია კორეული კომპანიისგან შეძენილ ანტიგენის 50 ათას და ანტისხეულების 67 ათას ტესტზე.

სწრაფი ტესტები საერთაშორისო სატვირთო ავტომობილების მძღოლების ეპიდემიოლოგიური კონტროლის მიზნებისთვის გამოიყენება. ტესტები ასევე სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში გადანაწილდება. გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინსიტროს დამატებით, საჩუქრად 5 ათას ტესტის გადაეცა.

"აღნიშნული ტესტები წარმატებით გამოიყენება საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების, მძღოლების, ეპიდემიოლოგიური კვლევის მიზნებისთვის. ასევე, გადანაწილდება სამედიცინო დაწესებულებებში პროტოკოლით გაწერილი კონკრეტული მიზნობრივი ჯგუფების გატესტვის მიზნით," - განაცხადა თინათინ ხარძიანმა.

დღის ამბები