29 ნოემბერი 2024,   18:31
ვრცლად
ხელისუფლებას, რომელსაც მეტროს ჭერი თავზე ენგრევა, როგორ დავიჯეროთ, რომ ჰაერწვეთოვანი ვირუსი გააქრო ქვეყნიდან?! - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებით, რეგულარული ფრენები უნდა აღდგეს ყველა ქვეყანასთან, რადგან მსგავსი რეგულაციებით ვირუსის შეკავება ისედაც შეუძლებელია. 

როგორც პარტია "გირჩის" ლიდერმა "ღამის კურიერში" ისაუბრა, ვირუსის გავრცელება არის გაცილებით მაღალი ვიდრე ამას სტატისტიკა აჩვენებს:

"არ მჯერა, რომ საქართველოში ვირუსი არის გაკავებული და არ არსებობს, იმიტომ  რომ არსებობს 50-ზე მეტი კვლევა ანტისხეულებზე, რომელიც ჩატარებულია ჩვენზე მეტად განვითარებულ ქვეყნებში და აჩვენებს, რომ ამ ვირუსის გავრცელება არის გაცილებით მაღალი, ვიდრე აჩვენებს ოფიციალურად ლაბორატორიულად დადასტურებული  შემთხვევების სტატისტიკა. როდესაც გვეუბნებიან, რომ რამდენიმე ასეული შემთხვევაა, არ ნიშნავს, რომ ვირუსი მართლა გაკავებული გვყავს. საქართველოში ჩატარებულმა  მთავრობის მიერ გამოცხადებულმა  სეროპრევალენტურმა კვლევამაც აჩვენა, რომ მინიმუმ თბილისში სადღაც 40 ათას კაცამდე უნდა იყოს ინფიცირებული. ვირუსი არსებობს ამ ქვეყანაში, ჩვეულებრივად ვრცელდება და ეს არის ილუზია, რომ ვითომ ჩვენ საზღვრები გვაქვს ჩაკეტილი და ვიცავთ ქვეყანას რომ ვირუსი არ შემოგვეპაროს. სისულელეა, ილუზიაში ვცხოვრობთ,"- განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

კითხვაზე თუ რატომ უნდა აწყობდეს ხელისუფლებას ქვეყანაში არსებული შეზღუდვების შენარჩუნება, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ამბობს, რომ ხელისუფლება ძალაუფლებით ტკბება და ეს შეზღუდვები მმართველი გუნდისთვის პოლიტიკურადაც მომგებიანია.

"ჯერ ერთი რომ გაუტკბათ, ძალაუფლებით ტკბობა, გვაშინებენ და ამ შიშს იყენებენ პოლიტიკური დივიდენდების მიღებისთვის, აწყობთ სუფთა პოლიტიკურად,  წინასაარჩევნო პერიოდია და მაგალითად მე რომ დავაანონსო რომ მიტინგის ჩატარება მინდა ხვალ "გირჩის" მხარდამჭერების ადამიანები უბრალოდ არ გამოვლენ. იმიტომ რომ ეშინიათ ჯარიმის. მათ შორის ფულს აკეთებენ," - განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ, მისი თქმით, ხელისუფლების ამომრჩეველი ძირითადად საჯარო მოხელეები, სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი ადამიანები, პენსიონერები არიან და სწორედ მათ ეხმარება ხელისუფლებაც ბიუჯეტიდან.

"ვიღაცებს, რომ დედა ეტირათ და განადგურდნენ, იმათ თვლიან, რომ მაინც არ არიან მათი ამომრჩევლები და ერთი იმათი დედა ვატირეთ,"- აღნიშნა ჯაფარიძემ.

"გირჩის" ლიდერის თქმით, აუცილებელია პოპულაციური იმუნიტეტის გამომუშავება და ამავდროულად იმ ადამიანების დაცვა ვირუსისგან, რომლებიც რისკის ჯგუფს წარმოადგენენ:

"სინამდვილეში ზღაპარი და ილუზიაა, რომ დავიჯეროთ ხელისუფლებამ ვირუსი გააკავა. მეტროს ჭერი რომ თავზე გენგრევა ეგეთ ხელისუფლებაზე დაიჯერო რომ ჰაერ-წვეთოვანი გზით გადამდები ვირუსი გააქრო ქვეყნიდან? ვირუსი ვრცელდება ქვეყანაში, რაც არის გასაკეთებელი არის ის კონკრეტული ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში ამ ვირუსს აქვს ლეტალური დასასრულის რისკი.  გასაკავებელი არის ის რომ იმ ადამიანებამდე არ მიაღწიოს, რომლებისთვისაც ესაა რისკი, დანარჩენებს ყველას მაინც მოგვიწევს ამ ვირუსის გადატანა. სხვა გზა არ არსებობს, არც ვაქცინა იქნება მალე, არც წამალი, ანუ პოპულაციური იმუნიტეტი რასაც ჰქვია ეგ უნდა გამოვიმუშაოთ. ყველა ქვეყანა მიხვდა და ნელნელა გადავიდა ამაზე, ჩვენ რაღაც ჯორივით გავიჭედეთ," - განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

დღის ამბები