29 ნოემბერი 2024,   18:52
ვრცლად
ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლების გადასაწყვეტი - ავიაციის სექტორის წარმომადგენელი საზღვრების გახნაზე

ავიაციის სექტორის წარმომადგენელი თამუნა თანდაშვილი "ღამის კურიერში" სტუმრობისას აცხადებს, რომ საზღვრების გახნის გადადების პროცესი ხელოვნურად არ ხდება და ამას მსოფლიოში შექმნილი ეპიდვითარება განსაზღვრავს.

თამუნა თანდაშვილის თქმით, ის, რომ საქართველო კორონავირუსს უმკლავდება, არაა საკმარისი საზღვრების გასახსნელად.

"ხელოვნურად არ ხდება ამ გადაწყვეტილების შეცვლა, ეპიდსიტუაციამ ხელი შეუშალა ამ პროცესს. პირველ რიგში ჩვენ ვაპირებდით საზღვრების გახსნას ისრაელთან, ისინიც მზად იყვნენ, თუმცა გადაწყვეტილება არ შეცვლილა საქართველოს მხრიდან, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ისრაელმა უარი თქვა რამდენიმე კვირით ადრე. ეს არ მოხდა 2 თვით ადრე, რომ ტურისტული სექტორი მომზადებულიყო შეცვლილი რეალობიდან გამომდინარე. ძალიან რთული მდგომარეობაა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველა ჩვენ პარტნიორ ქვეყანაში. ბევ ქვეყანაში შეიცვალა ეპიდსიტუაცია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი მწვანე სტატუსიდან გამომდინარე ვემზადებოდით, რომ გვქონოდა შესაძლებლობა, რომ გაგვეხსნა ჩვენ საზღვრები მათთვის, მაგრამ აღმოჩნდა რომ მხოლოდ ჩვენი ნება-სურვილი და ის, რომ პანდემიას ვუმკლავდებით სხვებისგან განსხვავებით, არ აღმოჩნდა საკმარისი. ავიაკომპანიებისთვის ძალიან რთულია ჩვენთან მოლაპარაკება, მათაც ზუსტად ის კითხვები აქვთ, როდის, როგორ, რა პირობებით. ჩარტერული რეისები ვერ გადაწყვეტს იმ პრობლემას, რა პრობლემაც გვაქვს. ეს ვერ იქნება ტურისტულის აღდგენის შესაძლებლობა. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლების გადასაწყვეტი. ფიზიკურად ვერ გადაწყვეტენ," - განაცხადა თამუნა თანდაშვილმა.

 

დღის ამბები