29 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
ჯანდაცვის სამინისტროში ინსპექტირებისათვის 7 საცურაო აუზი და 9 ფიტნეს ცენტრია დარეგისტრირებული - ობიექტები ფუნქციონირებას შემოწმების შემდეგ დაიწყებენ

ფიტნეს დარბაზებში სპეციალურ რეკომენდაციებს უკვე ითვალისწინებენ. აქ განსაკუთრებული აქცენტი სპორტულ ინვენტარს შორის სოციალური დისტანციის დაცვას და გაგრილების სისტემას ეხება. მოქალაქეები შიდა სივრცეში პირბადით, თერმოსკრინინგისა და სპეციალური სამედიცინო ხსნარით ხელების დამუშავების შემდეგ დაიშვებიან. სავარჯიშო ზონაში კი, ვარჯიშს პირბადის გარეშე შეძლებენ. იძულებითი პაუზის დროს, სფეროს წარმომადგენლები მიყენებულ ფინანსურ ზარალზე საუბრობენ, თუმცა ხარჯების გაზრდის მიუხედავად, მომსახურების გაძვირებას არ აპირებენ.

შიდა სივრცე უსაფრთხოების წესების დაცვით ეწყობა საცურაო აუზების შემთხვევაშიც. აქ აუცილებელია საშხაპეებს, კარადებს და შეზლონგებს შორის დაცული იყოს დისტანცია. შემოწმებისას განსაკუთრებული ყურადღება წყლის ცირკულაციაზე გაკეთდება.

ამ დროსათვის, ჯანდაცვის სამინისტროში ინსპექტირებისთვის 7 საცურაო აუზი და 9 ფიტნეს ცენტრია დარეგისტრირებული. ობიექტები ფუნქციონირებას ინსპექტორების შემოწმების შემდეგ დაიწყებენ.

საცურაო აუზებისა და სპორტ დარბაზების შემოწმებას ინსპექტორები ხვალიდან დაიწყებენ და რეკომენდაციების დაკმაყოფილების შემთხვევაში სივრცეები ოფიციალურად გაიხსნება.

დღის ამბები