29 ნოემბერი 2024,   18:51
ვრცლად
საქართველოში 14 ივნისის შემდეგ COVID-19-ის ვირუსის შიდა გადაცემის ფაქტები არ დაფიქსირებულა

ეპიდემიის დროს სხვადახვა ტიპის ტენდენციები და მრუდები არსებობს. ვირუსის გავრცელება სწორხაზოვანი არასდროს არის და შესაბამისად, სტატისტიკური მონაცემები მუდმივად არასტაბილურია. საქართველოს მაგალითს თუ ავიღებთ ხშირად, განსაკუთრებით ბოლო ერთი თვეა, ინფიცირებულთა რიცხვი დაბალია და აჭარბებს გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა, თუმცა, იყო დღეები, როდესაც ამ სტაბილური მონაცემების მიუხედავად, დღის განმავლობაში 25-26 შემთხვევაც დაფიქსირებულა. საქართველოს შემთხვევაში, სპეციალისტების განცხადებით, ეს უკავშირდება რომელიმე ინფიცირებულ ჯგუფს ე. წ კლასტერს, სადაც ვრცელდება ინფექცია და კონტაქტების კვლევისას იმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა.

საქართველოსგან გასხვავებით, მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებში ვირუსის უეცარი აღმავლობა კარანტინის ზონების შერბილებას და რეგულაციების ვადაზე ადრე გაუქმებას მოჰყვა. ვირუსის ყოველი ახალი სტატისტიკა საზოგადოებაში დამატებით შიში იწვევს COVID-19-ის გაძლიერების შესახებ.

სპეციალისტები თანხმდებიან, რომ COVID-19 განხსვავებულია, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის სხვა შტამებს იცნობენ. ნაწილი ვირუსის არასტაბილურ სტატისტიკურ მონაცემებს რეგულაციების უარყოფას და საზოგადოების ნაწილის დამოკიდებულებას უკავშირებს, რომ ვირუსი რეალურად არ არსებობს.

საქართველოში 14 ივნისის შემდეგ ვირუსის შიდა გადაცემის ფაქტები არ დაფიქსირებულა და ინფიცირებულთა რიცხვი 10-ს არ აცდენია. ქვეყანა საკუთარი მეთოდებითაც ებრძვის ვირუსს. მაგალითად, საკარანტინო ზონებით, სადაც 3900 ზე მეტი ადამიანი მოთავსებული. ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ სახელმწიფო ყველანაირი სცენარისთვის მზად არის.

ვირუსის უკონტროლო გავრცელების საფრთხეები არსებობს. რეკომენდაციების დაცვა ერთ-ერთი ბრძოლის იარაღია კორონავირუსთან საბრძოლველად.

დღის ამბები