29 ნოემბერი 2024,   18:32
ვრცლად
"ხანძრის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება, თუმცა ამ ეტაპისთვის პანიკის საფუძველი არ არსებობს" - ნინო ვიბლიანი სვანეთში გაჩენილ ხანძარზე

სვანეთში ხანძარს ისევ ებრძვიან. ხაიშთან ქრობის სამუშაოებში დილიდან მე-3 ვერტმფრენი ჩაერთო. ცეცხლი ტყის მასივს უკიდია.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის ნინო ვიბლიანის თქმით, სვანეთში შექმნილია სამუშაო შტაბი, მუშაობს 110 მეხანძრე-მაშველი და 7 სახანძრო-სამაშველო მანქანა.

მუშაობას რთული რელიეფი, სიცხე და ძლიერი ქარი ართულებს. დაკვამლიანების გამო ადგილობრივებმა ბავშვები ტერიტორიიდან გაიყვანეს.

"ჩართულია ყველა შესაბამისი სამსახური, შექმნილია საგანგებო შტაბიც. სამი ერთეული ვერტმფრენი, რომელიც დილის 7 საათიდან უწყვეტ რეჟიმში მუშაობს, თუმცა ხანძრის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. ერთადერთი მინდა ავღნიშნო, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს ამ ეტაპისთვის. თუ რამე ისეთი პროცესი განვითარდება ადგილზე მუშაობს საგანგებო შტაბი და მიღებულ იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები," - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა.

დღის ამბები