29 ნოემბერი 2024,   18:33
ვრცლად
ყარაფილაში ნატურალური სასმელის "კომბუჩას" საწარმოს მშენებლობა დაიწყება - საოკუპაციო ხაზთან პროექტის პარტნიორებთან ერთად კელი დეგნანი იმყოფებოდა

საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ყარაფილაში, ნატურალური სასმელის "კომბუჩას" საწარმოს მშენებლობა დაიწყება. პროექტი "საპარტნიორო ფონდის", "სტარტაპ-საქართველოსა"და USAID-Zrda-ს მხარდაჭერით განხორციელდება.

ერთობლივი ახალი ინიციატივა გულისხმობს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში მოსახლეობას მიეცეს შესაძლებლობა დაიწყონ ინოვაციური ბიზნესები, ადგილზე მეტი საწარმოსა და სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით.

საოკუპაციო ხაზთან პროექტის პარტნიორებთან ერთად, ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი იმყოფებოდა.

"დღევანდელი დღე არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ რა არის ჩვენი თანამშრომლობის, ამერიკის მხარდაჭერის მიზანი საქართველოში. სამი თვის მერე აქ იქნება "კომბუჩას" მწარმოებელი საწარმო, რომელიც აშენდება ახალგაზრდების ჯგუფის ინიციატივით საპარტნიორო ფონდის, სტარტაპ საქართველოს და USAID/Zrda-ს ხელშეწყობით და ეს იქნება მართლაც ყველასათვის მნიშვნელოვანი პროექტი საქართველოში. აშშ-ს დახმარების მიზანი გახლავთ, ხელი შეუწყოს საქართველოში ინკლუზიური ეკონომიკის ზრდას არა მხოლოდ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებსა და თემებში, არამედ მთლიანად საქართველოში," - განაცხადა კელი დეგნანმა

დღის ამბები