29 ნოემბერი 2024,   19:46
ვრცლად
ინფორმაცია, თითქოს "ელექტრონული კომუნიკაციების" შესახებ კანონში წარმოდგენილი ცვლილებები კავშირშია მედიასთან ტყუილია - მარეგულირებელ კომისიის განცხადება

მარეგულირებელ კომისიის უფლებამოსილება იზრდება. შესაძლოა უწყებას უფლება მიეცეს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომუშავე კომპანიებში დროებითი მმართველი დანიშნონ. აღნიშნულს ოპოზიციაში მედიის კონტროლისა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებენ, თუმცა მარეგულირებელ კომისია ოპოზიციის საპასუხოდ აქვეყნებს მასალას, სადაც წერია, რომ ინფორმაცია, თითქოს "ელექტრონული კომუნიკაციების" შესახებ კანონში წარმოდგენილი ცვლილებები რაიმე კავშირშია მედიასთან და მაუწყებლებთან, ტყუილია.

"ინფორმაცია, თითქოს "ელექტრონული კომუნიკაციების" შესახებ კანონში წარმოდგენილი ცვლილებები რაიმე კავშირშია მედიასთან და მაუწყებლებთან, არის ტყუილი. აღსრულების ეფექტური მექანიზმის შესახებ ცვლილებები კანონპროექტის მიხედვით, ეხება მხოლოდ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მფლობელ ელექტრონული კომუნიკაციების კანონით ავტორიზებულ პირებს და არანაირი კავშირი არ აქვს მაუწყებლებთან. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში შედის ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტები, როგორიც არის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი, საოპერაციო ტექნიკურ რესურსები, მთლიანად ელექტრინული კომუნიკაციებისთვის საჭირო რესურსები, რომელიც უზრუნველყოფს ფიქსირებულ ინტერნეტ და მობილურ მომსახურებებს.აღნიშნული განპირობებულია საქართველოს და ევროკავშირს შორის , ასოცირების შესახებ შეთანხმების 105-ე მუხლის მე-6 პუნქტით" - აღნიშნულია განცხადებაში. 

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებების ავტორი მთავრობა და მარეგულირებელი კომისიაა. უწყებაში განმარტავენ, რომ ცვლილება შეეხება მხოლოდ ინტერნეტ პროვაიდერებს.

ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ საკანონდებლო პაკეტი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა და წინა საარჩევნოდ მედიის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.

დღის ამბები