29 ნოემბერი 2024,   18:47
ვრცლად
გიორგი ბოტკოველი ხელისუფლებას თელავის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის შეჩერებაში ადანაშაულებს

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი და კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ხელისუფლებას თელავის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის შეჩერებაში ადანაშაულებს.

გიორგი ბოტკოველი, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე აქტივისტებთან ერთად მივიდა და ფოტოები წარადგინა, სადაც წინა ხელისუფლების დროს, ქალაქში განხორციელებული პროექტები და ტურისტული ობიექტებია აღბეჭდილი.

გიორგი ბოტკოველის განცხადებით, თელავში 2012 წელს მიმდინარე რეაბილიტაციაზე 50 მილიონი დაიხარჯა. პროექტი მეორე ეტაპსაც მოიცავდა, თუმცა "ქართული ოცნების" ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ყველა სამუშაოები შეჩერდა.

ბრალდებებს უპასუხა თელავის მერმა და უსაფუძვლო უწოდა. შოთა ნარეკლიშვილის განმარტებით, რეაბილიტაციის მეორე ეტაპის პროექტის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. რაც შეეხება წინა ხელისუფლების დროს ჩატარებულ სამუშაოებს, ნარეკლიშვილის მტკიცებით, ზოგიერთი ობიექტების ხელახალი რეაბილტაცია გახდა საჭირო რაზეც სოლიდური თანხა დაიხარჯა.

დღის ამბები