29 ნოემბერი 2024,   18:46
ვრცლად
კორუფციის შესაძლო ფაქტები საგანგებო მდგომარეობის პერიოდში - TI-ის თქმით, სახელმწიფო შესყიდვები კონტრაქტების მესამედი მმართველ პარტიასთანაა კავშირში 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო კორუფციის შესაძლო ფაქტებზე საუბრობს - ორგანიზაციამ შეისწავლა პანდემიის პერიოდისას სახელმწიფო შესყიდვები და დააგინა, რომ პროცედურა რიგ შემთხვევებში კითხვებს არჩენს.

"ორი ფაქტი იყო, როდესაც ფული შეწირეს და რამდენიმე დღეში მიიღეს კონტრაქტი, ეს იყო სასტუმრო "ყვარლის ედემი". როდესაც ფულს სწირავ და ბიუჯეტიდან 3-4 დღეში უკან იბრუნებ ამ თანხას ბუნებრივია ეს კორუფციაზე ეჭვებს აღძრავს," - აღნიშნავს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" უფროსი ანალიტიკოსი ბესიკ ნამჩავაძე.

საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში სულ 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა, ამ პერიოდში სახელმწიფომ 1500 შესყიდვაზე გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი, რისთვისაც ბიუჯეტიდან 557 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. მკვლევარების განცხადებით, ამ შესყიდვებზე, მხოლოდ ერთი კონკრეტული კომპანია მონაწილეობდა. 

"არ ჩანდა ზოგიერთი უწყების გამარტივებული შესყიდვები, როგორიცაა მაგალითად, შსს და მთავრობის ადმინისტრაცია. უკვე წლებია რაც ეს პრობლემა გრძელდება. ჯერ კიდევ 2015 წელს ვსაუბრობდით ამაზე, 2019 წელს თითქოს გამოსწორდა ეს საკითხი, ახლა კი ისევ ცუდი სიტუაციაა," - აცხადებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროგრამის მენეჯერი ლევან ნატროშვილი.

დღის ამბები