29 ნოემბერი 2024,   19:32
ვრცლად
დღეს დადასტურებული კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა იმპორტირებულია - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა იმპორტირებულია.

"დღეს 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 8-ით გაიზარდა. ხუთივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია. სამი მათგანი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. აღნიშნული 2 ინფიცირებული პაციენტი სომხეთიდან არის შემოსული, ისინი კარანტინში იმყოფებოდნენ. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, მათი მდგომარეობა სტაბილურია და დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება,"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ

მისივე თქით, ინფექციურ საავადმყოფოს  2 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაემატა და ამ ეტაპზე, კორონავირუსის ინფექციით 24 პაციენტი მკურნალობს. 

მარინა ეზუგბაიამ მოსალოდნელ მეორე ტალღაზეც ისაუბრა. მისი თქმით, თუ იქნება მეორე ტალღა ეს ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველი არ უნდა იყოს. 

დღის ამბები