დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ადამიანთა უფლებების დარღვევის გამო 49 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას სანქციები დაუწესა.
დიდ ბრიტანეთში აქტივები გაეყინება და ქვეყანაში შესვლა აეკრძალება სერგეი მაგნიტსკის მკვლელობასთან დაკავშირებულ რუსეთის 25 მოქალაქეს, ასევე ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში მონაწილე 20 პირს საუდის არაბეთიდან.
შეზღუდვები შეეხება მიანმარის მაღალი რანგის ორ სამხედრო პირს, რომლებიც ეთნიკური უმცირესობების მიმართ ძალადობაში მონაწილეობდნენ და ადამიანთა წამებასა და მკვლელობაში ჩართულ ჩრდილოეთ კორეულ ორ ორგანიზაციას.