იაპონიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა, დაკარგულია ათზე მეტი ადამიანი. კიუშუს რეგიონში ათასობით სამხედრო, პოლიციელი და მაშველია მობილიზებული.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ევაკუაციისკენ 3 მილიონზე მეტ ადამიანს მოუწოდა. იაპონელ ხალხს მიუსამძიმრა და დაღუპულების შესახებ მწუხარება გამოთქვა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა.