29 ნოემბერი 2024,   18:28
ვრცლად
თბილისში ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, თურქეთის მოქალაქე დააკავეს. 

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თბილისში 21 ცალი ყალბი 100 დოლარიანი კუპიურა გაასაღა.

ყველა მათგანი ხმარებიდან უკვე ამოღებულია. თურქეთის მოქალაქე თბილისში აიყვანეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

დღის ამბები