ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
60 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში ჩაიწვა. ზუგდიდის რაიონის სოფელ ერგეტის გამგებლის როინ გაბრავას ინფორმაციით, შემთხვევას გადაურჩა გარდაცვლილის დედა, რომელიც ხანძრის გაჩენის მომენტში სახლში არ იმყოფებოდა.
ხანძრის გაჩენის ერთ-ერთ სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება. შემთხვევა წუხელ, დაახლოებით, 4 საათზე მოხდა. ადგილზე მისულ მეხანძრეებს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.