29 ნოემბერი 2024,   19:55
ვრცლად
ნათია თურნავამ უცხოელ პარტნიორებთან საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის პროგრამები განიხილა  

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა უცხოელ პარტნიორებთან საქართველოსა და ევროკავშირს შორის მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის პროგრამები განიხილა. შეხვედრა ონლაინ-ფორმატში ჩატარდა.

შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს მხარდაჭერის პროგრამებზე, რომელთან საქართველოს მთავრობა ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, მათ შორის ევროკავშირის დახმარებით ახორციელებს. განიხილეს ის ეკონომიკურ გამოწვევებიც, რომლებიც პანდემიის შედეგად წარმოიქმნა. ითქვა, რომ ევროკავშირი საქართველოს დაეხმარება. 

"ევროკავშირის მხარდაჭერა არის ორიენტირებული მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე, არის ორიენტირებული დიგიტალიზაციაზე და ურთიერთობების ელექტრონული ოპერაციების განვითარებაზე,  ინტერნეტიზაციაზე. ამ კუთხით ძალიან ძლიერი მხარდაჭერა გვაქვს და აღვითქვეს კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა. ასევე სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტზე, სადაც ასევე ევროკავშირი ხედავს დახმარების შესაძლებლობას,“ - განაცხადა ნათია თურნავამ. 

დღის ამბები