29 ნოემბერი 2024,   18:53
ვრცლად
ჰაერის ტემპერატურა 42 გრადუსამდე მოიმატებს - დღეს საქართველოში მიმდინარე ზაფხულის ყველაზე ცხელი დღეა

მიმდინარე ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი დღე -სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლებელია 42 გრადუსს მიაღწიოს. შავი ზღვის სანაპირო ზოლში ჰაერი 33-35 გრადუსამდე გათბება.

აღმოსავლეთ საქართველოში ეს მაჩვენებელი სულ ოდნავ დაბალი იქნება. მეტეოროლოგები მოსახლეობას ტყის ხანძრების საშიშროების შესახებ აფრთხილებენ.

ხვალ დღის მეორე ნახევრიდან კი, რამდენიმე დღით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შედარებით აგრილდება, იქნება ნალექიც.

"დღეს საქართველოში ძალიან ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა პიკს მიაღწევს, ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია 42 გრადუსამდეც მოიმა​ტოს. აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა 34-39 გრადუსის ფარგლებში იქნება. ხვალ კი, დასავლეთ საქართველოში შემოსვლას იწყებს გრილი და ნოტიო ჰაერის მასები, ამიტომ, ველოდებით წვიმებს, შესაბამისად ტემპერატურაც დაიკლებს,"- აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს სინოპტიკოსი თამარ გულედანი.

დღის ამბები