პანდემიის გამო პარიზში მაღალი მოდის კვირეული ონლაინრეჟიმში გაიმართება. დიზაინერები კოლექციებს ვირტუალურად პირველად დღეს წარმოადგენენ. მოდის მოყვარულები კვირეულის ფარგლებში "დიორისა" და "შანელის" კოლექციას ნახავენ.
ონლაინჩვენება 8 ივლისს დასრულდება. მოდის სამყაროში ვარაუდობენ, რომ დეფილეს მაყურებელი შემოდგომიდან დაუბრუნდება.