29 ნოემბერი 2024,   18:38
ვრცლად
ეროვნული გამოცდიდან დღეს 5 აბიტურიენტი მოიხსნა

ერთიანი ეროვნული გამოცდიდან დღეს 5 აბიტურიენტი მოიხსნა. 2 ახალგაზრდას შემთხვევაში მიზეზი დაგვიანება, ორის კი სამედიცინო შემოწმების შედეგად დაფიქსირებული მაღალი ტემპერატურა გახდა.

კიდევ ერთ აბიტურიენტს გამოცდაზე დასწრების უფლება მობილური ტელეფონის აღმოჩენის შემდეგ აღარ მისცეს.

დღეს გამოცდა ჩატარდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, რაც გაგრძელდება 11 ივლისამდე. საგამოცდო პროცესი კი 25 ივლისს დასრულდება.

 

დღის ამბები