პარიზში, დღეიდან ვიზიტორებისთვის ლუვრის მუზეუმი კვლავ გაიღო. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუზეუმი პანდემიის გამო, თითქმის ოთხი თვის განმავლობაში იყო დახურული. კორონავირუსთან დაკავშირებით მუზეუმში იმოქმედებს უსაფრთხოების ზომები, მათ შორის, სავალდებულო იქნება პირბადის ტარება.
ლუვრს, ჩვეულებრივ, ყოველწლიურად 10 მილიონი ვიზიტორი სტუმრობს, რომელთა უმრავლესობა საფრანგეთში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩადის.
როგორც BBC წერს, პანდემიის გამო მუზეუმმა დაკარგა დაახლოებით 40 მილიონი ევროს შემოსავალი, რომელიც ბილეთების გაყიდვიდან უნდა მიეღო.