ფოთში 2 ივლისს მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ 4 პირს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების ფორმად პატიმრობა განუსაზღვრა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა ვაჟა ტყებუჩავა გაიტაცეს, სასტიკად სცემეს და დაზიანებები მიაყენეს როგორც ბასრი, ისე - ბლაგვი საგნების გამოყენებით.
ნაცემია მოკლულის მამაც.
დანაშაული წარსულში დაწყებულ კონფლიქტს უკავშირდება, რომელშიც კრიმინალური ავტორიტეტის მქონე პირები ფიგურირებენ.