29 ნოემბერი 2024,   18:45
ვრცლად
"გთხოვთ, ნაადრევი დასკვნებისგან უბრალოდ შევიკავოთ თავი" - ჭიდაობის ფედერაციის გენერალური მდივანი იური ლომაძის შესახებ

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრის იური ლომაძის დაკავებასთან დაკავშირებით დღეს საქართველოს ჭიდაობის ფედერაციამ ოფიციალური კომენტარი გააკეთა. უწყების გენერალურმა მდივანმა სპორტსმენი დადებითად დაახასიათა, გიორგი კიკაბიძე ამბობს, რომ ლომაძე უკონფლიქტო პიროვნებაა. ჭიდაობის ფედერაცია თხოვნით მიმართავს საზოგადოებას, რომ გამოძიების დასრულებამდე ნაადრევი დასკვნებისგან თავი შეიკავონ.

იური ლომაძე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის საქართველოს ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია. ლომაძეს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

"წლებია, ჩვენი ეროვნული ნაკრების წევრია, ასაკობრივი ნაკრებიდანაც მოდის და არის ძალიან თავაზიანი, ზრდილობიანი, დისციპლინირებული და უკონფლიქტო პიროვნება. გთხოვთ, რომ ნაადრევი დასკვნებისგან უბრალოდ შევიკავოთ თავი. დადგინდება ჭეშმარიტება, გაირკვევა სიმართლე და დარწმუნებული ვარ და დიდი სურვილი მაქვს, რომ იური დაუბრუნდეს ნაკრებს,“ - განაცხადა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის გენერალური მდივანმა, გიორგი კიკაბიძემ.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა 32 წლის მოქალაქეს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ბათუმში ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში, წაიყვანეს ოზურგეთის რაიონის ერთ-ერთ სოფელში და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოტივად შურისძიება სახელდება. 

დღის ამბები