29 ნოემბერი 2024,   18:35
ვრცლად
გამოიწვია თუ არა მანქანის დაზიანება ადამიანთან შეჯახებამ - გიორგი შაქარაშვილის საქმის დეტალები

დაკავებული მორაგბეების უფლებადამცველი, ვასილ მამულაშვილი აცხადებს, რომ ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გამოირიცხა, რომ "ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომობილს დაზიანება ადამიანთან შეჯახების შედეგად აქვს მიღებული. ადვოკატი ამბობს, რომ დაზიანება, რომელიც ავტომობილის წინა ნაწილზეა, მკვრივ საგანთან ურთიერთშეჯახების შედეგად არის გამოწვეული. 

"მანქანის დაზიანებასთან დაკავშირებით, არსებული ექსპერტიზის დასკვნა ფაქტობრივად გამორიცხავს ადამიანთან რაიმე სახის შემხებლობას, შეჯახებას. ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში გვიწერია, რომ აღნიშნული განვითარდა მკვრივ საგანთან ურთიერთშეჯახების შედეგად. ხანდაზმულობის ვადა განსაზღვრული არ არის. თუმცა, თუ მესაკუთრის ჩვენებით ვიხელმძღვანელებთ, ეს არის მანამდე განხორციელებული. თუ ადამიანთან იქნებოდა შემხებლობა, ექსპერტიზაში ხშირად იწერება ესე, რომ მყარ რბილგარსიან სხეულთან შეჯახების შედეგად შეიძლება განვითარებულიყო, მაგრამ ეს ტერმინი ჩვენ არ გვხვდება," - ამბობს მასმულაშვილი

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისის ღამეს გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. საქმეზე დაკავებულია 17-პირი. 

დღის ამბები