29 ნოემბერი 2024,   18:41
ვრცლად
მათი მოთხოვნა იყო 25 მეტრიანი რადიუსი, მაგრამ როგორც კი შევთავაზეთ მემორანდუმის გაფორმება, მაშინვე თქვეს უარი - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე საარჩევნო უბნებთან 25 მეტრიანი რადიუსის კონტროლთან დაკავშირებით ოპონენტების ბრალდებებს პასუხობს. ინიციატივის ავტორი ამბობს, რომ თავად ოპოზიციონერი წევრების მოთხოვნა იყო 25 მეტრიანი რადიუსის დაწესება, თუმცა როგორც კი მათ მემორანდუმის გაფორმება შესთავაზეს, უარს ამბობენ. 

"ძალიან მარტივად "გაიყიდნენ", ჟარგონულად რომ ვთქვა. მათი მოთხოვნა იყო 25 მეტრიანი რადიუსის დაწესება და ამ რადიუსის შიგნით ადამიანების დგომის სრული აკრძალვა. თითქოს ისინი ითხოვდნენ ამას, მაგრამ როგორც კი შევთავაზეთ მემორანდუმის გაფორმება ამასთან დაკავშირებით, მაშინვე თქვეს უარი. ხშირად ისინი აყენებენ ხოლმე ისეთ მოთხოვნას, რომელსაც თვითონაც ეწინააღმდეგებიან და ძალიან მარტივი ტრიუკით ეს მათი ჩანაფიქრი გამოვავლინეთ.

რაც შეეხება 500 მეტრიანს, ეს საერთოდ კომიკურია. პარლამენტის გვერდით არის პირველი სკოლის შენობაში საარჩევნო უბანი და რომ დაწესდეს იქ 500 მეტრიანი კი არა, 50 მეტრიანი რადიუსი, ადამიანებს აეკრძალებათ გაჩერებაზე დგომაც კი. ეს არის აბსოლუტურად ღიმილისმომგვრელი და კომიკური,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები