29 ნოემბერი 2024,   18:52
ვრცლად
რუსთავი-თბილისის 17 კილომეტრიანი და 400 მეტრიანი გზის მშენებლობა რვა წელია მიმდინარეობს და დღემდე არ დასრულებულა - დავით კირკიტაძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით კირკიტაძე აცხადებს, რომ რუსთავი-თბილისის 17 კილომეტრიანი გზის მშენებლობა რვა წელია მიმდინარეობს და დღემდე არ დასრულებულა.

კირკიტაძის განცხადებით, დაუსრულებელ მონაკვეთზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება თითქმის შეუძლებელია. ასევე, მისი თქმით, ყველაზე რთული, 6 კილომეტრიან მონაკვეთზე სამუშაოები შეჩერებულია.

"დღეს, 2020 წელს გვაქვს მოცემულობა, როდესაც ყველაზე რთული მონაკვეთი თბილისი-რუსთავის არის მიტოვებული, არ გაკეთებულა არაფერი და არ მიმდინარეობს სამუშაოები. დღეს გვაქვს მოცემულობა ასეთი, რომ "ქართული ოცნება", როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა, დღემდე მათ ყოველდღიურად 6 მეტრი გზა დაეგო თბილისი-რუსთავის შემაერთებელი გზა იქნებოდა დასრულებული. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რა დამოკიდებულება აქვს რუსთავის მოქალაქეების მიმართ საქართველოს ხელისუფლებას," - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

დღის ამბები