29 ნოემბერი 2024,   18:38
ვრცლად
ვროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში ოთხწლიან მოღვაწეობას ასრულებს

ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე, საქართველოში ოთხწლიან მოღვაწეობას ასრულებს.

დღეს ის საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებიდა და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტსა და ევროპის საბჭოს შორის არსებული ურთიერთობისა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

"საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები და მისი გაუმჯობესება კარგ საფუძველს ქმნის, 2020 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები გამჭვირვალე და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს. ახლა ყველა აკვირდება პროცესს, თუ როგორ მოხდება პრაქტიკული ზომების გატარება იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, ტარდება თუ არა ყველაფერი შეუფერხებლად. ევროსაბჭოს კომისიამ არაერთ საკითხზე მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია. გასული წლის დეკემბერს ჩვენი სამუშაო იყო ხანგრძლივი და რთული, რომელიც სასამართლოს რეფორმირების მეოთხე ტალღას გულისხმობდა. გაწეული სამუშაო მომავალში დიდ დახმარებას გაუწევს სასამართლო სისტემის მუშაობას," - აცხადებს ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე.

"ბატონი ურსე არის ჩვენი ქვეყნის მეგობარი, მასთან ერთად ჩვენ ბევრი წარმატებული რეფორმა განვახორციელეთ. მისი და ევროპის საბჭოს ოფისის აქტიური ჩართულობით განვახორციელეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან დაკავშირებით პროცესის გახსნა და მაქსიმალურად გამჭვირვალე პროცესის შემუშავება. საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის ფარგლებში, ევროპის საბჭო და ბატონი ურსე აქტიურად იყო ჩართული და შესაბამისად ჩვენ გვაქვს მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა," - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები