29 ნოემბერი 2024,   18:42
ვრცლად
უახლოეს პერიოდში ქვეყანაში შიდა ფრენები აღდგება - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

შიდა ფრენები უახლოეს პერიოდში აღდგება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო საკოორდინაციო საბჭომ, ეს გახლავთ გადაწყვეტილება, რომელიც არის ხელშემწყობი და თანმდევი შიდა ტურიზმის განვითარებისა.

უახლოეს პერიოდში აღდგება შიდა ფრენები, რაც საშუალებას მისცემს ჩვენ მოქალქეებს, უფრო მარტივად და უფრო სწრაფად დაათვალიერონ ისეთი ადგილები, რომლებიც უფრო დაშორებულია დედაქალაქიდან, ან მათი საცხოვრებელი ადგილებიდან," - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

დღის ამბები