იტალიელი კომპოზიტორი ენიო მორიკონე 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ის რამდენიმე დღის წინ დაეცა და ტრავმა გაურთულდა.
მუსიკოსს მიღებული აქვს 2 ოსკარი კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისა და საუკეთესო კინომუსიკისთვის.
მან თავდაპირველად სახელი ვესტერნის ჟანრის ფილმებისთვის შექმნილი კინომუსიკით გაითქვა.