29 ნოემბერი 2024,   18:50
ვრცლად
სურამში ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღით ცოლი მოკლა

ტრაგედია დაბა სურამში - ქმარმა ცეცხლსასროლი იარაღით ცოლი მოკლა. დანაშაულის მოტივი უცნობია.

ოჯახის ნაცნობების თქმით, ოჯახს მატერიალური პრობლემები არ ჰქონია. ისინი ფიქრობენ, რომ მკვლელობაში ბრალდებული 40 წლამდე კაცი შესაძლოა არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რადგან ის გადაბმით სვამდა და სხვა დროსაც შეუნიშნავთ ე.წ "თეთრი ცხელების" ნიშნები.

წყვილს 3 შვილი ჰყავს. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 11-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში. მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები