ქუთაისში, მდინარე რიონში მაშველები ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ.
სამძებრო სამუშაოებში 10 მეხანძრე-მაშველი, თბილისის სწრაფი რეაგირების სამმართველოს 3 მყვინთავი, 2 გასაბერი ნავი და სპეცტექნიკაა ჩართული, ასევე სპეციალისტები სამძებრო სამუშაოების პროცესში დრონს და ექო ლოტს იყენებენ, რომლითაც ფსკერის სკანირება ხდება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება მამაკაცის დაკარგვის შესახებ დღეს დილით შევიდა. არსებული ინფორმაციით, მდინარის პირას მამაკაცის კუთვნილი სპორტული ფეხსაცმელი იპოვეს, მდინარეში მისი სამძებრო სამუსაოებიც სწორედ ამიტომ დაიწყო.