29 ნოემბერი 2024,   18:43
ვრცლად
დაზიანებული სახლები, განადგურებული ერთწლიანი კულტურები - ნახევარსაათიანმა გადაუღებელმა წვიმამ ახალციხის 6 სოფელი დააზარალა

ნახევარსაათიანმა გადაუღებელმა წვიმამ ახალციხის 6 სოფელი დააზარალა. უხვი ნალექის გამო საცხოვრებელი და საყოფაცხოვრებო ფართები დაზიანდა. ძლიერმა ქარმა შენობებს სახურავები გადახადა.

ჭარბმა ნალექმა ზიანი მიაყენა სასოფლო-სამეურნეო მიწებსაც. განადგურდა ერთწლიანი კულტურები. მოსახლეობა მოსავლის გარეშე დარჩა.

სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. დაზიანების მასშტაბის შესასწავლად აზომვით სამუშაობს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური აწარმოებდა. როგორც ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის.

ძლიერმა წვიმამ საავტომობილო მონაკვეთიც დააზიანა. სტიქიის შედეგად შეზღუდული იყო გადაადგილება ახალციხე-ბორჯომის ცენტრალურ გზაზე. ავტოტრანსპორტის მობილობის აღდგენა რამდენიმესაათიანი გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ გახდა შესაძლებელი.

 

ავტორები - სოფო ჭუმბურიძე, მაია იველაშვილი

დღის ამბები