წყალდიდობაა ჩინეთში - ქვეყნის აღმოსავლეთ პროვინცია ანჰუის დასახლებაში ძლიერმა წვიმებმა, რასაც მდინარეების ადიდება მოჰყვა, საცხოვრებელი სახლები დატბორა. წყლის სიმაღლე 2 მეტრს აღწევს.
მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.
სტიქიური უბედურების ზონაში 18 სოფელია მოქცეული, საიდანაც ადგილობრივების გამოყვანა ეტაპობრივად ხდება.