თბილისში ანა დოლიძის კუთვნილი ბინა გაძარცვეს. პოლიტიკური პარტია "მოძრაობა ხალხისთვის " ლიდერის განცხადებით, წაღებულია ძვირფასეულობა.
ანა დოლიძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, მომხდარი მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდებოდეს. დაწყებულია გამოძიება 177 მუხლით.
"ეს არის სპეციალურად განპირობებული აქტი, ეძებდნენ საბუთებს, ან ეგულებოდათ დიდი რაოდენობით ფული, რადგან ყველამ იცის, რომ საჯარო რეესტრში ეს არის ჩემი ბინა, ჩემს დეკლარაციაშიც არის აღნიშნული, რომ ეს არის ჩემი ბინა.
ჩაატარეს საგამოძიებო მოქმედებები, აიღეს ანაბეჭდები. არავითარი „ქუჩის ხალხის“ გაკეთებული ეს არ არის, რადგან ნამუშევარია სუფთად.
დიდი იმედი იმისა, რომ გამოძიება ამას დაუკვირდება ბოლომდე და მიაგნებს ვინმეს, მე არ მაქვს,"- ამბობს დოლიძე.