29 ნოემბერი 2024,   18:37
ვრცლად
"არა ონის კასკადს" - ონში კასკადის მშემებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

ონში კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა. "არა ონის კასკადს" - ამ მოწოდებით  ადგილობრივები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ რისკები სათანადოდ არაა გათვლილი, ამიტომ მთელ რეგიონს საფრთხე ემუქრება.

ადგილობრივები შიშობენ, რომ ჰესის აშენების შემთხვევაში რაჭა ადგილობრივებისა და ტურისტების გარეშე დარჩება. აქციის მონაწილეთა განმარტებით, მათი მოთხოვნა აპოლიტიკურია, თუმცა თუ მთავრობა მოწოდებებს არ გაითვალისწინებს, არ გამორიცხავენ, თავად ჩამოაყალიბონ პარტია და იბრძოლონ საკუთარი უფლებებისთვის. 

"არ დავუშვებთ ონის კასკადის მშენებლობას, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელს რეგიონს. ჰესი თუ  აშენდება, რაჭა დაიცლება, საფრთხე შეექმნება ადგილობრივ მეწარმეებს და ტურისტულ სექტორს. ამიტომ მივმართავთ მთავრობას, გაითვალისწინონ ჩვენი მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტი გაგრძელდება," - აცხადებენ ადგილობრივები.

აღსანიშნავია, რომ "ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ადგილზე მივიდა. აქციაზე გიორგი ვაშაძის გამოჩენას ადგილობროვების  უკმაყოფილება მოჰყვა. მათი თქმით, არ სურთ აქციის პოლიტიზება.

დღის ამბები