29 ნოემბერი 2024,   18:28
ვრცლად
"წინა ბავშვიც ისე გააჩინა, რომ არ იცოდა" - ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ კასპში ჩვილის გარდაცვალება უბედურ შემთხვევას უკავშირდება

კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში გარდაცვლილი ჩვილის საქმეზე დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი. "კურიერი" სოფლის მოსახლეობას ესაუბრა. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ კასპში ჩვილის გარდაცვალება უბედურ შემთხვევას უკავშირდება.

ადგილობრივების ინფორმაციით, ახალშობილი ქალისთვის მეოთხე შვილი იყო. მათივე თქმით, ქალმა მესამე ბავშვზე ორსულობისას ისე იმშობიარა, რომ ფეხმძიმობის შესახებ არ იცოდა.

"შემთხვევით მოხდა რაღაც, არაფერი კრიმინალური, შემთხვევითობაა. ამის წინა ბავშვიც ისე გააჩინა, რომ არ იცოდა," - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

გამოძიების ვერსიით, გარდაცვლილი ჩვილი კასპის მუნიციპალიტეტის ერთერთ სოფელში იპოვეს. ქალმა სახლში იმშობიარა და შემდეგ ახალშობილი საპირფარეშოში ჩააგდო. ახალგაზრდა ქალი კასპის საავადმყოფოშია გადაყვანილი და ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გარდაცვლილი ჩვილის დედა სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს.

შსს-ში ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დღის ამბები