29 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
კასპში საპირფარეშოში გარდაცვლილი ჩვილი იპოვეს

კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში გარდაცვლილი ახალშობილი იპოვეს. "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, 30 წლამდე ქალმა სახლში იმშობიარა, ჩვილი კი სოფლის საპირფარეშოში ჩააგდო. 

ამ დროისთვის უცნობია ცოცხალი იყო თუ არა ჩვილი საპირფარეშოში ჩაგდებამდე.

როგორც "რუსთავი 2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დღის ამბები