29 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
მთავარი პრობლემა პარტიის სასარგებლოდ ადამიანების დანიშვნა და ხელფასის მიცემა იყო, ჩემი შეცდომა არის ის, რომ ეს ყველაფერი არ აღვკვეთე - გიგი უგულავა

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" გენერალურმა მდივანმა  გიგი უგულავამ "ღამის კურიერის" ეთერში თავისივე მერობის პერიოდზე დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა.

როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, მთავარი პრობლემა პარტიის სასარგებლოდ ადამიანების დანიშვნა და მათთვის ხელფასის მიცემა იყო, თუმცა მისივე თქმით, ეს იყო საბჭოთა პერიოდის პრაქტიკა, რომელიც მეორდებოდა და მეორდება ახლაც.

"ჩემი ყველა ბრალდება თბილისის მერობის პერიოდში, პარტიის დაფინანსება არდაფინანსებას ეხებოდა. ჩემი ძირითადი ბრალდება, რის გამოც მე ციხეში ვიჯექი იყო: პარტიის სასარგებლოდ ადამიანების დანიშვნა და მათთვის ხელფასის მიცემა. 

პირდაპირ ვიტყვი, რომ პარტიის სასარგებლოდ ადამიანების დანიშვნა სახელმწიფო სამსახურში არის ცუდი და არასწორი! ჩემი შეცდომა არის ის, რომ ეს ყველაფერი არ აღვკვეთე, რადგან ეს არის პრაქტიკა, რომელიც საბჭოთა პერიოდიდან მოდის. ჩემს შემდეგ ბატონი კალაძის და ნარმანიას პირობებში ეს ყველაფერი იყო გაათკეთებული. 

ჩემს შემდეგ, მერია ზუსტად 4 წელი იგივე პრინციპით მუშაობდა და მაშინ ესენიც დასასჯელები არიან. შეიძლება მე რაღაც შემეშალა, რაღაც განზრახვაც მქონდა, მაგრამ ის, რომ 10 და 8 საქმე ამკიდო, ეს არის ივანიშვილის მხრიდან ამ მართლმსაჯულების ბოროტად გამოყენება. ეს ადამიანი რუსეთშიც ასე აკეთებდა, უყენებდა ჟუჩოკებს და ასე აკინკლავებდა თანამშრომლებს. 8-10 დანაშაული მე ნამდვილად არ მქონია,"- განაცხადა გიგი უგულავამ.

დღის ამბები