29 ნოემბერი 2024,   19:49
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობასა" და "ევროპული საქართველოს" შორის სხვაობა პოპულიზმია - გიგი უგულავა

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" გენერალურმა მდივანის გიგი უგულავას თქმით, "ევროპული საქართვლო" "ნაციონალური მოძრაობისგან" პოპულიზმით განსხვავდება. ამის შესახებ მან  "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

გიგი უგულავა აღნიშნავს, რომ "ნაციონალური მოძრაობისგან" განსხვავებით, "ევროპული საქართველო" გაცილებით ღიად საუბრობს წარსულის შეცდომებზე.

"ეს არის მთავარი საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური წარსული ერთი გვაქვს განსხვავებები ბევრია. "ევროპული საქართველო" არ არის პოპულისტური პარტია, მაშინ, როდესაც მეთოდზე - პოპულიზმზე ჩვენი კოლეგები უარს არ ამბობენ. 

მე, როდესაც ვიყავი "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნაკლებად პოპულისტური იყო, ცალსახად ასე იყო!

მეორეს მხრივ, ჩვენ ორივე ვართ "იპპ-ის" წევრები და ვართ პარტნიორები. ჩვენ ვუჭერთ მხარს დაბალ გადასახადებს, მცირე მთავრობას, ჩვენ ვუჭერთ მხარს, იმას, რომ სასამართლოს უმაღლეს ინსტანციაში უცხოელი მოსამართლეები შემოვიყვანოთ, რათა პრაქტიკა დადგინდეს და გაჩნდეს აღქმადობა, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი.

ჩვენ უფრო ღიად ვსაუბრობთ ჩვენს შეცდომებზე, მე ვერ ვიტყვი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ამაზე არ საუბრობს, თუმცა მე უფრო მიმაჩნია, რომ წარსულზე რეფლექსია აუცილებელია და ამის გარეშე მომავალიც არ გექნება. ჩვენ ღიად ვსაუბრობთ შეცდომებზე,"- განაცხადა გიგი უგულავამ.

დღის ამბები