29 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
ოქრუაშვილმა საგარეო ურთიერთობების მხრივ რევიზია გააკეთა, ამიტომ არ მაქვს საფუძველი მის გულრწფელობაში ეჭვი შევიტანო - გიგი უგულავა

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" გენერალურმა მდივანმა  გიგი უგულავამ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ  წითელი ხაზები მის ცხოვრებაში ისევ არსებობს და ეს ხაზი, მისთვის ღირებულებითი ხასიათისაა.

ჟურნალისტის კითხვაზე, დარჩა თუ არა, ირაკლი ოქრუაშვილი გიგი უგულავას წითელ ხაზს მიღმა, მან განაცხადა, რომ ოქრუაშვილმა საგარეო ურთიერთობებზე განცხადებები და რევიზია უკვე გააკეთა, რის შემდეგაც მან მეორე შანსი დაიმსახურა.

"ჩემთვის წითელი ხაზები ნამდვილად არსებობს და ღირებულებითი ხასიათისაა. თუ ადამიანი, პარტია ან ძალა, წითელ ხაზს მიღმა არის, მე მას ნაკლებად ვესაუბრები. 

ოქრუაშვილმა საგარეო ურთიერთობების მხრივ რევიზია გააკეთა, ამიტომ მე არ მაქვს საფუძველი, რომ მის გულრწფელობაში ეჭვი შევიტანო. ეს იყო ჩემთვისაც და "ევროპული საქართველოსთვისაც" პრობლემა. მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანს, რომელიც ადამიანებს და პოლიტიკოსებს არ აძლევს შანსს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის თვლის, რომ მისი ქმედება იყო არასწორი და თვლის, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი. მე ამ ყველაფერს მივესალმები და არ ვაპირებ ამის გამო უკუციფრით ვამუნათო ოქრუაშვილი.

რუსეთი არ არის საქართველოს პარტნიორი, რუსეთი არის საქართველოს მტერი, ეს არის ისევ ჩვენი პოზიცია,"- განაცხადა გიგი უგულავამ.

დღის ამბები