29 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა

დიდ დიღომში, პეტრე იბერის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა. ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

როგორც "რუსთავი 2-ს"  შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობას გულისხმობს.

დღის ამბები