29 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
პრობლემები სასჯელაღსრულებაში არ იყო მხოლოდ ერთი ბიუროკრატის პრობლემა, ადმინისტრაცია იყო უკონტროლო - გიგა ბოკერია დავით ჭაკუას საქმეზე

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან თვითმფრინავს, რომლითაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ექსტრადირება ხორციელდება.

დავით ჭაკუას თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში 20:00 საათზე დაეშვება, რის შემდეგადაც მას სამართალდამცველები სასჯელაღსრულების ერთ-ერთ დეპარტამენტში გადაიყვანენ.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია ადასტურებს, რომ მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში სასჯელაღსრულების სისტემა უკონტროლო იყო, თუმცა ამბობს, რომ ივანიშვილი ამის გამოძიებას ვერ შეძლებს, რადგან ქვეყანაში სრულყოფილი სასამართლო არ არსებობს.

"მე არ ვიცნობ, მაგრამ წინა ხელისუფლების დროს რა პრობლემებიც იყო სასჯელაღსრულებაში არ იყო მხოლოდ ერთი ბიუროკრატის პრობლემა. ეს იყო ჩემი და ჩვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობა. თვითონ ადმინისტრაცია იყო უკონტროლო. ივანიშვილი გამოძიებას ვერ შეძლებს, რადგან არ გვყავს სრულყოფილი სასამართლო,"- განაცხადა გიგა ბოკერია.

დღის ამბები