29 ნოემბერი 2024,   18:39
ვრცლად
უნდა იყოს უფრო მეტი მზადყოფნა - ამირან გამყრელიძის თქმით, COVID-19-თან დაკავშირებით პრინციპული რეკომენდაციების დაცვა კვლავ აუცილებელია

როგორ ჩატარდება არჩევნები კოვიდ პანდემიის პირობებში, ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ესწრებოდა. ამირან გამყრელიძის თქმით, მიუხედავად პოზიტიური ეპიდსიტუაციისა, კვლავ აუცილებელია იმ პრინციპული რეკომენდაციების დაცვა, რომელსაც ჯანდაცვის სისტემა იძლევა:

"მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ეპიდსიტუაცია ბევრად უკეთ გამოიყურება, ვიდრე ჩვენს მეზობელ, ან სხვა ქვეყნებში, ეს ჩვენ დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს და უნდა იყოს უფრო მეტი მზადყოფნა. მთავარი რეკომენდაციები - პირბადის ტარება, დისტანცირება, ხელების ხშირი დაბანა და ჰიგიენის წესების დაცვა, თავი უნდ ავარიდოთ დიდი თავშეყრის ადგილებს," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები