29 ნოემბერი 2024,   18:34
ვრცლად
აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა - მამაკაცი საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა

აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. შუახნის მამაკაცი 2 კვირის წინ საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა. ის კარანტინში იმყოფებოდა, მე-14 დღეს კი გეგმიური ტესტირებით COVID-19 აღმოაჩნდა.

ინფიცირებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. მედიკოსების ინფორმაციით, მას ვირუსის მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება.

გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში კორონავირუსზე 350-მდე პირი შეამოწმეს.

დღის ამბები