29 ნოემბერი 2024,   18:40
ვრცლად
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე საყოველთაო კონსენსუსი იქნებოდა ქვეყნის გამარჯვება - პრემიერი

"პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე საყოველთაო კონსენსუსი იქნებოდა ქვეყნის გამარჯვება"- ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კითხვას, რომელიც ეხებოდა ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებას, რომლითაც მან წუხილი გამოთქვა, რომ საარჩევნო სისტემის რეფორმას უფრო დიდი მხარდაჭერა არ ჰქონდა.

პრემიერის თქმითვე, როცა საკითხი სისტემურ ცვლილებებს ეხება, პარტიები უნდა ხელმძღვანელობდნენ არა საკუთარი, არამედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. 

"რა თქმა უნდა, პროპორციული საარჩევნო სისტემა, განსაკუთრებით საპარალამენტო რესპუბლიკის პირობებში, არის სისტემური რეფორმა და რა თქმა უნდა, პოლიტიკური აქტორების საყოველთაო კონსენსუსი აქ იქნებოდა ქვეყნის გამარჯვება. აქ ხომ არ იმარჯვებს რომელიმე პოლიტიკური ძალა. რეალურად, რასაც მივაღწიეთ, რაც მოხდა ბოლო 2 კვირის განმავლობაში, საქართველოს შემდგომი დემოკრატიზაციის და საბოლოო ჯამში, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გარანტია.

90-იანი წლებიდან დაწყებული ჩვენი პოლიტიკური სისტემის ოცნება იყო პროპორციული სისტემა. პროპორციული სისტემა არის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურა შეიცვალოს, ახალგაზრდები მოვიდნენ პოლიტიკაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ცვლილებას უახლოესი წლების განმავლობაში თითოეული ჩვენგანი იგრძნობს. ეს არ იქნება მარტივი, ეს იქნება საკმაოდ რთული, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისთვის და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის ეს იყო აუცილებელი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით.

ყველა პოლიტიკურმა ძალამ სისტემური, ფუნდამენტური საკითხების გადაწყვეტისას, სასურველია პირადი ინტერესები გადადონ მეორე პლანზე და ქვეყნის ინტერესებიდან გამოდიოდნენ," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

დღის ამბები